Belive

"არაფერი პირადული, მაგრამ ახლა ისლამის დროა" - მახაჩევის მენეჯერი თოფურიას

2 კვირის წინ სხვა
1 წთ

ისლამ მახაჩევის მენეჯერმა ალი აბდელაზიზმა ილიას შესახებ ისაუბრა. ის თვლის, რომ თოფურიასთვის მახაჩევთან შეხვედრა ჯერ ადრეა. ამის მთავარ მიზეზად ალი ქართველის მემკვიდრეობას ასახელებს. მისი აზრით, "მატადორს" ჯერ საკმარისი არ გაუკეთებია, რომ მახაჩევს დაუპირისპირდეს.

ილია ცდილობს კონორს მიბაძოს. როცა მეტოქის შესაბამისი არ ხარ, ცდილობ შენი მეტოქის მემკვიდრეობის შესაფერისი გახდე. დაუჯერებელი მებრძოლია, შესანიშნავი უნარებით, თუმცა, დივიზიონი აქვს, რომელიც უნდა გაასუფთავოს. ამის შემდეგ თუ ეს ბრძოლა შედგება, დაე მოხდეს. მაგრამ, ჯერ შენი მემკვიდრეობა უნდა შექმნა. თოფურია საკმარისად კარგია იმისთვის, რომ საკუთარი მემკვიდრეობა შექმნას. მისი ბრძოლების ყურებით სიამოვნებას ვიღებ, მაგრამ ჯერ ისლამთან შესახვედრად შესაბამისი დრო არაა. ისლამს საკუთარ წონაში კონტენდერები ჰყავს და ვაპირებთ ამ საქმეს მივხედოთ. არაფერი პირადული, მაგრამ ახლა ისლამის დროა. წონაში უამრავი კონტენდერი გყავს - გეიჯი, არმანი, პადი... შექმენი საკუთარი მემკვიდრეობა და მიეცი საშუალება სხვებმაც შექმნან თავისი. - განაცხადა ალი აბდელაზიზმა

შეგახსენებთ, რომ ისლამმა ბოლო ბრძოლაში ჯეკ დელა მადალენა დაამარცხა და ავსტრალიელთან გამარჯვებით ქვესაშუალო წონის ქამარი მოიპოვა. ისლამ მახაჩევს ახლა UFC-ში მოქმედ მებრძოლებს შორის ყველაზე გრძელი გამარჯვებების სერია აქვს.

სხვა სტატიები