მედლამდე ცოტა დაგვაკლდა | პირველი დღე ავსტრიის გრან პრიზე
2026 წლის ავსტრიის გრან პრის პირველ დღეს ტატამიზე 2 ქართველი ვიხილეთ. 66 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ღირსებას 19 წლის თორნიკე გიგაური და ვეტერანი ძიუდოისტი, 32 წლის ვაჟა მარგველაშვილი იცავდნენ.
თორნიკე გიგაური A ბადეში განუთესავად მოხვდა და ასპარრეზობა პირველივე წრიდან დაიწყო - სამწუხაროდ, გიგაურმა შეხვედრა სერბ მატია იერემიჩთან იუკოთი დათმო და ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა.
2020 წლის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი, ვაჟა მარგველაშვილი, D ბადეში განთესილი იყო და პირველი წრე გამოტოვა. მეორე და მესამე წრეში ვაჟამ იპონებით იაპონელი და ბრიტანელი მეტოქეები დაამარცხა, ხოლო მეოთხედფინალში ყაზახ გუსმან კირგიზბაევთან ვაზარით წააგო.
მარგველაშვილმა რეპეშაჟში პირველი შეხვედრა დენის ვიერუსთან იპონით მოიგო, თუმცა ბრინჯაოსთვის ბრძოლაში, ესპანელმა დავიდ გარსია ტორნემ აჯობა და საქართველოსთვის პირველი დღე უმედლოდ დასრულდა.