თბილისის გრანდ სლემი 2026 | პირველ საშეჯიბრო დღეს ფინალურ ბლოკში 2 ქართველი იბრძოლებს
დღეს, 20 მარტს, დილის 10:00 საათიდან სტარტი თბილისის გრანდ სლემმა აიღო, სადაც საქართველოს ნაკრები 42 სპორტსმენით არის წარმოდგენილი.
დღეს მამაკაცთაგან 60 და 66 კგ წონითი კატეგორიები, ქალთა მხრიდან კი 48, 52 და 57 კგ წონითი კატეგორიები ასპარეზობენ.
პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებს 14 წარმომადგენელი ჰყავდა, თუმცა სამწუხაროდ მხოლოდ ორმა, 19 წლის - თორნიკე გიგაურმა და 21 წლის - ნინო ლოლაძემ შეძლეს ფინალურ ბლოკამდე მისვლა და ორივე მათგანი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.
ახალგაზრდა ქართველს ნამდვილად ბრწყინვალე დღე ჰქონდა, მან პირველ რაუნდში უზბეკი - აბდურახიმ ნუტფულოევი დაამარცხა, შემდეგ იყო ყაზახი - აკილჟან ჟუბატკანოვი, ხოლო 1/4-ფინალში კი რუსი - რამაზან აბდულაევი უშანსოდ დაამარცხა და 1/2-ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც აზერბაიჯანელ - თურან ბაირამოვს დაუპირისპირდა, თუმცა სამწუხაროდ დამარცხდა.
ასევე ბრწყივანლედ ასპარეზობდა ნინო ლოლაძეც, რომელმაც პირველ ეტაპზე ლიხტენშტეინერი მეტოქე დაამარცხა, შემდეგ იპონით მოუგო ხორვატ მეტოქეს, 1/4-ფინალში კი ისრაელელ მეტოქესთან დამარცხდა, თუმცა რეპეშაჟში სერბი - მარიცა პერისიჩი დაამარცხა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა მოიპოვა.
ფინალური ბლოკი 17:00 საათზე აიღებს სტარტს.