Belive

კონორ მაკგრეგორს მაიკლ ჯორდანის ჩანაცვლება სურს

5 თვის წინ სხვა
1 წთ

კონორ მაკგრეგორის UFC-ში დებიუტის შემდეგ 10 წელი გავიდა და მისი სახელი ყველაზე პოპულარულია ამ სპორტის ისტორიაში. გავლენასა და ცნობადობასთან ერთად, კონორმა უდიდესი თანხაც გამოიმუშავა.

ორი წონითი კატეგორიის ყოფილმა ჩემპიონმა, კარიერაში ჩატარებული ბრძოლებით ათობით მილიონი დოლარი იშოვა, თუმცა 2017 წელს, კრივის ლეგენდასთან, ფლოიდ მეივეზერთან დაპირისპირებისთვის აღებული 100 მილიონი, მის კარიერაში ყველაზე დიდ ჰონორარად ითვლება. ბრძოლებით გამომუშავებული თანხა 200 მილიონი ფუნტი უნდა იყოს, თუმცა კონორი ამტკიცებს, რომ მთელი კარიერის განმავლობაში 600 მილიონი ფუნტი დააგროვა.

2021 წელს მაკგრეგორი Forbes-ის მდიდარი სპორტსმენების სიას ლიდერობდა, მან ვისკის წარმატებული ბიზნესი 600 მილიონ დოლარად გაყიდა.

2021 წლის ივლისში მიღებული ტრავმის გამო, კონორს 2 წელია ოქტაგონზე ფეხი აღარ დაუდგამს და ფულის გამომუშავებაც შეწყვიტა, ამიტომ Forbes-ის სიაში ის 33-ე ადგილამდე ჩამოქვეითდა. ირლანდიელ ვარსკვლავს სპორტში დაბრუნება აქვს დაგეგმილი და გადაწყვიტა გახდეს მილიარდერი, რომელიც მაიკლ ჯორდანს ჩაანაცვლებს. სტატისტიკის მიხედვით, კალათბურთის ცოცხალი ლეგენდა სპორტის ისტორიაში უმდიდრესი ადამიანია, მისი ქონება 3 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს.

სხვა სტატიები