"ვფიქრობ, მაკგრეგორი ამჯერად საქმეს სერიოზულად უდგება" - ილია თოფურია
1 დღის წინ
სხვა
1 წთ
ილია თოფურია ამბობს, რომ კონორ მაკგრეგორი დაბრუნებისთვის მოტივირებული ჩანს და ამჯერად, საქმეს სერიოზულად უდგება. შესაძლოა, ეს სოციალურ ქსელში ჩანდეს ასე, მაგრამ ილია თვლის, რომ ჰოლოუეისთან დასაბრუნებლად კონორი მზადაა.
ვფიქრობ, მაკგრეგორი ამჯერად საქმეს სერიოზულად უდგება. მისი ვარჯიშები მომწონს. ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს. როდესაც სოციალურ ქსელებში რაღაცებს ვუყურებთ, არასდროს ვიცით ამის უკან რა ხდება. შეიძლება დილით ვარჯიშობდეს და საღამოს წვეულებაზე ერთობოდეს, მაგრამ ისე ჩანს, რომ საქმეშია! - ამბობს ილია თოფურია
👀 Ilia Topuria says Conor McGregor looks ‘locked in’ for Max Holloway fight.
— Home of Fight (@Home_of_Fight) May 27, 2026
“I think [McGregor] is taking it seriously now, like his training sessions.
You never know, when we see things on social media, we never know the truth behind that. He could be training in the… pic.twitter.com/AtlMMfAqNk
ბოლო ჩხუბის შემდეგ, კონორის დაბრუნება არაერთხელ გადაიდო. ამჯერად საქმე მართლაც სერიოზულადაა და წინ მაქსთან რემატჩი გველის. ეს ჩხუბი 11 ივლისს UFC 329-ზე გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ბრძოლა ქვესაშულო წონაში შედგება.