Belive

დანა უაითი: "ილია თოფურია ბრძოლისთვის მზადაა"

2 საათის წინ სხვა
1 წთ

დანა უაითმა ილია თოფურიას დაბრუნებაზე ისაუბრა. პრეზიდენტი ამბობს, რომ ქართველთან კონტაქტზე სულ არიან და ისიც გაგვიმხილა, რომ "მატადორი" დასაბრუნებლად მზადაა.

ჩვენი ბიჭები მასთან კავშირზე სულ იყვნენ. ჩანიშნული არაფერია, მაგრამ თოფურია ბრძოლისთვის მზადაა. შესაბამისად ჩვენც მზად ვართ. გეიჯისთან და პადისთან ჩხუბიც ჩემთვის კარგად ჟღერს. არცერთის დაკარგვა არ მინდა. გეიჯისთან რემატჩი გასაოცარია. პადი პიმბლეტთან ჩხუბიც შესანიშნავია. - განაცხადა დანა უაითმა

დანა უაითის განცხადებიდან ნათლად ჩანს, რომ UFC-ის ხელმძღვანელობა ილიასთვის დიდ ორთაბრძოლებს გეგმავს. ჯასტინ გეიჯისთან რემატჩი თუ პადი პიმბლეტთან პრინციპული დაპირისპირება — ორივე ვარიანტი გულშემატკივრისთვის თანაბრად მიმზიდველია. ახლა მთავარია, როდის დაანონსებს ორგანიზაცია ოფიციალურ თარიღსა და მეტოქის ვინაობას.

სხვა სტატიები