Belive

"ჩვენ კიდევ დიდი დრო გვაქვს" - დანა უაითი კონორ მაკგრეგორის დაბრუნებაზე

2 თვის წინ სხვა
1 წთ

MMA-ს გულშემატკივრებში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური კითხვა არის: "დაბრუნდება თუ არა კონორ მაკგრეგორი?" ამის შესახებ განცხადება მრავალჯერ გავრცელებულა, თითქოს კონორს ჩხუბიც ჩაენიშნა, თუმცა, საბოლოოდ მაკგრეგორის ოქტაგონზე ვერ ვხედავთ. ერთ-ერთ პოდკასტში სტუმრობისას UFC-ს პრეზიდენტი ამ თემას შეეხო და თქვა, რომ კონორი დაბრუნებას სერიოზულად განიხილავს.

ხალხი კონორზე ბევრ ცუდს ამბობს. მას ერთხელ მეტოქე ჩაეხსნა და ახალი ოპნენტი მოვუძებნეთ, რომელიც სტილისტიკურად მისთვის მოუხერხებელი იყო. ამ ბიჭს უბრალოდ არ ადარდებს, ის ნებისმიერს შეებრძოლება. მე და კონორი მისი დაბრუნების შესახებ გაუჩერებლად ვსაუბრობთ. ის ვარჯიშობს და დაბრუნებაზეც საერიოზულად ფიქრობს. ჩვენ წინ დიდი დრო გვაქვს. დიდი დრო გვაქვს თებერვლამდე, რომ ქარდები ჩავნიშნოთ. - განაცხადა დანა უაითმა

შეგახსენებთ, რომ კონორ მაკგრეგორმა ბოლო ბრძოლა UFC 264-ზე გამართა. ირლანდიელმა დასტინ პორიესთან ბრძოლაში ფეხი მოიტეხა და ბუნებრივია, რომ დამარცხდა კიდეც. კონორ მაკგრეგორის დაბრუნება მაიკლ ჩენდლერის წინააღმდეგ იგეგმებოდა, თუმცა, ეს ბრძოლა არაერთხელ გაუქმდა.

სხვა სტატიები