Belive

"ეს არ გააკეთო მერაბ, საშინელი იდეაა" - კორი სენდჰეგენი

2 თვის წინ სხვა
1 წთ

როგორც მერაბ დვალიშვილი ამბობს, სტრაიკინგის უნარები ძალიან გააუმჯობესა. ამას მისი მთავარი მწვრთნელი ჯონ ვუდიც ადასტურებს. "მანქანა" გეგმავს, რომ მომავალი მეტოქე დგომში დაჩაგროს და მეტიც, ნოკაუტით მოუგოს. თავად სენდჰეგენი თვლის, რომ დვალიშვილი დიდ შეცდომას უშვებს და მასთან სტრაიკინგში შეჯიბრს არ ურჩევს.

მერაბი ხალხს ძალიან ღლის. ამ მოსამზადებელ პერიოდში ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, ჩემს თავს ძალიან მივაწექი. საქმე მხოლოდ ზეწოლის გაძლებაში არ არის, ჭკვიანურად ბრძოლა უნდა შეგეძლოს. თეიქდაუნებთან შებრძოლება და სტრაიკინგზე დაბრუნება ძალიან რთულია.

მერაბი დამანოკაუტებს? ეს არ მოხდება. ამ ბრძოლაში მე ვიქნები ვინც სტრაიკინგს მიმართავს და თეიქდაუნებისგან თავს დაიცავს. ვიცი ამბობს, რომ ჩემთან დგომში ჩხუბს აპირებს. ეს სიმართლე არაა და თუ სიმართლეა, საშინელი იდეაა. მერაბ ეს არ გააკეთო! - განაცხადა კორი სენდჰეგენმა

კორისა და მერაბის ბრძოლა 5 ოქტომბერს არის ჩანიშნული. ვინაიდან ბრძოლა ამერიკაშია, ის ჩვენი დროით გამთენიისას დაიწყება. შეგახსენებთ, რომ დვალიშვილისთვის ეს მესამე სატიტულო დაცვა იქნება.

სხვა სტატიები