ჯონ ჯონსი: "დანა გადაწყვეტს მე ვიბრძოლებ თუ არა"
3 თვის წინ
სხვა
1 წთ
რამდენიმე თვის წინ ჯონ ჯონსმა განაცხადა, რომ კარიერა დაასრულა. თუმცა, მას შემდეგ რაც დანა უაითმა თეთრ სახლში ღონისძიების ჩატარების იდეა გააჟღერა, ჯონსმა ვარჯიში განაახლა. გავრცელდა ჭორები, რომ ყველასთვის სანატრელი ჩხუბი - ჯონსი Vs. ასპინალი, სწორედ ამ საღამოს შედგება.
ლეგენდარულმა მებრძოლმა ამის შესახებ საკუთარ სოციალურ ქსელში ისაუბრა.
შანსების მიუხედავად, ისევ ვვარჯიშობ და თეთრი სახლის ღონისძიებაზე ასპარეზობაზე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. საბოლოოდ, დანა გადაწყვეტს მე ვიბრძოლებ თუ არა. დანამდვილებით ვიცი, რომ ბოსი ბრძოლის გამო ძალიან აღელვებულია და კარი დახურული არ არის. ზუსტად ეს არის ის, რაც ჩემნაირ ბიჭს სჭირდება. ეს ჩემთვის კიდევ ერთი ახალი მიზანია. ზოგჯერ ყველაფერს ვერ ვაღწევთ, რასაც ცხოვრებაში ვგეგმავთ და ეს ნორმალურიცაა. მომწონს ჩემი შანსები... - წერს ჯონ ჯონსი საკუთარ X-ზე
შეგახსენებთ, რომ ჯონი ბოლო ოქტაგონზე გასული წლის 17 ნოემბერს ვიხილეთ. "ძვლები" სტიპე მიოჩიჩს დაუპირისპირდა და ჩხუბი მესამე რაუნდის ტექნიკური ნოკაუტით დაასრულა.