Belive

200 000 დოლარიანი გამოწვევა — ხამზატ ჩიმაევი ოლიმპიურ ჩემპიონებს იწვევს

8 საათის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის საშუალო წონის ჩემპიონი ხამზატ ჩიმაევი კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა — ამჯერად სოციალური ქსელის მეშვეობით. ჩეჩენმა მებრძოლი X-ზე დაწერილი პოსტით აცხადებს, რომ ნებისმიერ ოლიმპიურ ჩემპიონს, ვინც მასთან ჭიდაობის სპარინგში „გადარჩება“, 200 000 დოლარს გადაუხდის. აღნიშნული განცხადება მალევე გახდა განხილვის მთავარი თემა როგორც MMA-ის, ისე ჭიდაობის სამყაროში. 

ბოლო დღეებში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხამზატ ჩიმაევი შეუერთდა RAF-ს - ამერიკულ თავისუფალი ჭიდაობის ორგანიზაციას. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური დეტალები ბოლომდე დაზუსტებული არ არის, ცნობილია, რომ ამავე ორგანიზაციაში უკვე ირიცხებიან ისეთი ცნობილი მებრძოლები, როგორებიც არიან მერაბ დვალიშვილი, ჰენრი სეხუდო და არმან ცარუკიანი.

შეგახსენებთ, რომ UFC 328-ის ივენთზე, რომელიც 2026 წლის 9 მაისს გაიმართება, ჩიმაევი საშუალო წონის ქამარს შონ სტრიკლენდის წინააღმდეგ დაიცავს. ჩიმაევის აგრესიული სტილი და დომინანტური ჭიდაობა მას ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ჩემპიონად აქცევს დივიზიონში, ხოლო სტრიკლენდი ცნობილია თავისი გამძლეობითა და კარგი თავდაცვითი ჭიდაობით — რაც ამ დაპირისპირებას განსაკუთრებულად საინტერესოს ხდის.

სხვა სტატიები