Belive

ინალ ტასოევი: "რინერთან შეხვედრა მწყურია - მას დიდ პატივს ვცემ"

1 საათის წინ სხვა
2 წთ

მძიმეწონოსან ძიუდოისტთა შორის ინტერესი არ ცხრება - ინალ ტასოევმა კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ჭორებზე იმის შესახებ, თითქოს ლეგენდარული ფრანგი ფალავანი ტედი რინერი მასთან შეხვედრას შეგნებულად ერიდება. ტასოევის თქმით, ხუთგზის ოლიმპიურ ჩემპიონს შიშის მიზეზი არ აქვს.

"ერიდება თუ არა ტედი რინერი ჩემთან შეხვედრას? როგორ ფიქრობთ, ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონი შეიძლება ვინმეს ემალებოდეს? მე ვფიქრობ, რომ არა. არსებობს მიზეზები, რის გამოც ის ჯერჯერობით არ ჭიდაობს. მოხარული ვიქნები, თუ ის ტატამს დაუბრუნდებ და კარიერას გააგრძელებს, მას საოცარი კარიერა აქვს. ძალიან ვისურვებდი მასთან კიდევ ერთხელ შეხვედრას, რადგან მე ეს მწყურია..." - ინალ ტასოევი

ორ გოლიათს შორის ასეთი განსაკუთრებული ინტერესი 2023 წლის დოჰას მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალურმა ფინალმა განაპირობა. დამატებით დროში ტასოევმა რინერის შეტევა კონტრშეტევით (კონტრ-ილეთით) დაახვედრა და ფრანგი გიგანტი ტატამზე დაახეთქა. მსაჯებმა ეპიზოდში ქულა არ დააფიქსირეს, ბრძოლა გაგრძელდა და რამდენიმე წამში რინერმა ვაზარი მოიპოვა, რის შედეგადაც ჩემპიონად გამოცხადდა.

თუმცა, ტურნირის დასრულებიდან რამდენიმე კვირაში, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) მსაჯთა კომისიის შეცდომა ოფიციალურად აღიარა, ტასოევის კონტრშეტევაზე ქულა დაუშვა და სამართლიანობის აღდგენის მიზნით ინალ ტასოევსაც ოქროს მედალი გადასცა - შედეგად, ორივე სპორტსმენი 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონად გამოცხადდა.

ასეა თუ ისე, მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე მაყურებელი ტედი რინერის მორიგ ტრიუმფს ვერ იხილავს, რადგან ფრანგი ტურნირს გამოტოვებს. სამაგიეროდ ტატამიზე მთავარი ფავორიტის სტატუსით სწორედ ინალ ტასოევი გამოვა, რომელსაც შანსი აქვს, ტიტული დაიცვას და მათ შემდეგ უშუალო დაპირისპირებამდე უკვე მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონის რეგალიით წარდგეს.

სხვა სტატიები