Belive

"გეიჯი ილიასთან გასამარჯვებლად რისკზე უნდა წავიდეს" - ედი ალვარესი

1 დღის წინ სხვა
1 წთ

UFC-ს ყოფილმა ჩემპიონმა ედი ალვარესმა გეიჯის თოფურიას დამარცხების ვარიანტი შესთავაზა. მისი აზრით, ჯასტინმა თავისი ძლიერი 'ქიქები' უნდა გამოიყენოს და ილიას წინა ფეხს უნდა შეუტიოს. ალვარესის შეფასებით, ჯასტინის ერთადერთი გამარჯვების გზა რისკზე წასვლაა.

ილიას ძმის ვიდეო ვნახე, სადაც უხსნის თუ როგორ უნდა დაამარცხოს გეიჯი. ჯასტინი თავის დასაცავად ყოველთვის ძალიან ზევით წევს ხელებს. ილიასთან ამის გაკეთება არ შეიძლება. ილიას უნდა დაარტყას. თუ თოფურია გაცვლებს გადაწყვეტს, გეიჯიც უნდა შევიდეს. ეს რისკი უნდა გაიღოს. გამარჯვების და ნოკაუტის მოსაპოვებლად, ამ რისკის გაღება ორივე მებრძოლს მოუწევს. ჯასტინი თავის Calf Kick-ებს უნდა დაუბრუნდეს, რადგან ილიას კრივი უყვარს და თავის წინა ფეხზე მძიმედ დგას. თუ გეიჯი თავისი ძლიერი ფეხის დარტყმებით ილიას დაშლის, მაშინ ეს ჩხუბი სულ სხვანაირად წარიმართება. გეიჯი წინა ფეხს გამუდმებით უნდა უტევდეს, რომ ილიას წინა ფეხი დააზიანოს და დგომის შეცვლა აიძულოს. ამის შემდეგ ილია თავის ჯებს და სტრაიკინგს ეფექტურად ვეღარ გამოიყენებს. - ამბობს ედი ალვარესი

შეგახსენებთ, რომ გეიჯი და თოფურია ერთმანეთს თეთრი სახლის მთავარ ბრძოლაში დაუპირისპირდებიან. ეს ისტორიული ჩხუბი 15 ივნისს გაიმართება.

სხვა სტატიები