Belive

ისრაელ ადესანიას ყოფილი შეყვარებული ქონების გაყოფას სთხოვს

11 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის ჩემპიონ ისრაელ ადესანიას მისი ყოფილი შეყვარებული სასამართლოში უჩივის. შარლოტა პაუდრელი "იზისგან" ქონების გაყოფას ითხოვს. აღსანიშნავია, რომ შარლოტას ამის იურიდიული უფლება არ აქვს, რადგან წყვილი ქორწინებაში არასდროს ყოფილა.

შარლოტა თვლის, რომ ადესანიას ქონების ნახევარს იმსახურებს, რადგან ისინი დიდხანს იყვნენ ერთად და "იზის" ასეთი წარმატებული კარიერა მისი დამსახურებაც არის.

"შენ არასდროს დამხმარებიხარ ფულის შოვნაში. შენ მხოლოდ ჩემს ფულს ხარჯავდი. ახლა გგონია, რომ ჩემი ქონების ნახევარს იმსახურებ? რა ამბიციური ხარ! შენი მუქარა არ მაშინებს და ვერც გრძნობებით ითამაშებ ჩემზე. აღარ მიყვარხარ და მეტიც, მძულხარ." - ასე გამოეხმაურა ისრაელ ადესანია მისი ყოფილი შეყვარებული ინიციატივას.

შეგახსენებთ, რომ ისრაელ ადესანია ბოლოს ოქტაგონზე 9 აპრილს ვიხილეთ, როცა მეორე რაუნდში ალექს პერეირა ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ქამარიც დაიბრუნა.

სხვა სტატიები