Belive

"ჯონ ჯონსმა კარიერა ოფიციალურად დაასრულა" - დანა უაითი

5 თვის წინ სხვა
1 წთ

ბაქოში ჩატარებული UFC-ის ღონისძიების შემდეგ დანა უაითმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა, სადაც განაცხადა, რომ ჯონ ჯონსმა კარიერის დასრულების შესახებ აცნობა. დანამ დაადასტურა, რომ მძიმე წონის ჩემპიონი ავტომატურად ტომ ასპინალი ხდება.

ჯონ ჯონსმა გასულ ღამით დაგვირეკა და კარიერის დასრულების შესახებ გვაცნობა. ჯონ ჯონსმა კარიერა ოფიციალურად დაასრულა. ტომ ასპინალი UFC-ის მძიმე წონის ჩემპიონია. - დანა უაითი - UFC-ის პრეზიდენტი

კარიერის დასრულების შესახებ ჯონ ჯონსმა სოციალურ ქსელშიც გაავრცელა განცხადება

დღეს ოფიციალურად ვაცხადებ UFC-დან წასვლის შესახებ. ეს გადაწყვეტილება ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ მივიღე და მინდა, ერთი წუთით გამოვხატო ჩემი ღრმა მადლიერება იმ მოგზაურობისთვის, რომელიც წლების განმავლობაში განვიცადე - ჯონ ჯონსი

სხვა სტატიები