Belive

UFC-ის ყოფილი მებრძოლი რინგზე მასობრივი ჩხუბისას გათიშეს

2 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის დიდების დარბაზის წევრი და ყოფილი PRIDE ჩემპიონი, ბრაზილიელი ვანდერლეი სილვა, გუშინ სან პაულუში, საჩვენებელ კრივის ბრძოლაში იღებდა მონაწილეობას. Spaten Fight Night 2-ზე, სილვა ყოფილ ორგზის მსოფლიო ჩემპიონ, ასელინო 'პოპო' ფრეიტასს უპირისპირდებოდა.

„პოპო“ სილვაზე ბევრად უფრო გამოცდილი მოკრივეა და მთელი ბრძოლის განმავლობაში აიძულებდა, რომ აკრძალული დარტყმები გამოეყენებინა (მათ შორის ფეხით და თავით). საბოლოოდ, ყოფილი MMA ვარსკვლავი დისკვალიფიცირებულად გამოცხადდა, რამაც რინგზე მასობრივი ჩხუბი გამოიწვია.

სილვას სმოკინგში გამოწყობილმა, ფრეიტასის კუთხის წევრმა დაარტყა და საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იყო, სანამ ოფიციალური პირები მას დახმარებას გაუწევდნენ. შემდეგ ის სან პაულუს საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გამოჯანმრთელდა.

სხვა სტატიები