Belive

'უბრალოდ ილიას უფროსი ძმა აღარაა' - ფანების შეფასება ალექსანდრეს გამარჯვების შემდეგ

1 კვირის წინ სხვა
1 წთ

კატარის დედაქალაქმა დოჰამ UFC-ის ღონისძიებას პირველად უპასუხა. ჩვენთვის ეს ივენთი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო, რადგან წინასწარ ბრძოლებში (მეინ ქარდამდე) მონაწილეობას ალექსანდრე თოფურია იღებდა.

ალექსანდრემ UFC-ის ოქტაგონზე მეორე ჩხუბი ჩაატარა და ამ შემთხვევაშიც გამარჯვებული დარჩა. ქართველმა ყაზახ მეტოქეს, ბეკზატ ალმახანს 3-რაუნდიან ბრძოლაში აჯობა.

პირველი რაუნდის პირველი წუთების შემდეგ, სრულ უპირატესობას ალექსანდრე ფლობდა - მესამე რაუნდში მან მეტოქე ნოკდაუნშიც გაუშვა, თუმცა ყაზახმა გაუძლო და არ დაფინიშდა.

ალექსანდრე ალმახანს მარცხენა ხელით აწვალებდა და მძიმე მარჯვენას მოთმინებით ელოდა.

ფაქტია, ალმახანს ძალიან ძლიერი ნიკაპი ჰქონია, იმ დარტყმის შემდეგ უმეტესობა დაეცემოდა.

სუფთა მოგება იყო. თოფურია ნოკაუტზე აღარ წავიდა, თორემ ამის გაკეთებაც მარტივად შეეძლო.

ალექსანდრე თოფურიას მასტერკლასი.

რაც მე ვნახე, ალექსანდრე ილიასავით სუფთა და სრულყოფილი არ არის, როგორც ჩანს ნაკლები ძალაც აქვს, თუმცა ნამდვილი მხეცია.

ახლა ალექსანდრე უბრალოდ ილიას უფროსი ძმა აღარაა, ის ნამდვილი მებრძოლია.

დღეს ალექსანდრე კონორ მაკრეგორს უფრო ჰგავს, ვიდრე საკუთარ ძმას.

ჩხუბის დასრულების შემდეგ, ალექსანდრე ისე გამოიყურება, თითქოს არავინ შეხებია. - ვკითხულობთ X-ზე

ალექსანდრეს კუთხიდან რჩევებს ილია თოფურია და გურამ ქუთათელაძე აძლევდნენ. ახლა ალექსანდრეს შედეგი 7 გამარჯვება და 1 მარცხია (ზედიზედ 2 გამარჯვება UFC-ში) და მომავალ მეტოქეს დაელოდება.

სხვა სტატიები