"ეს იმ სახვევს არ ჰგავდა, რომლითაც მებრძოლებს ხელს უხვევენ" - კოლბი კოვინგტონი
1 დღის წინ
სხვა
1 წთ
კოლბი კოვინგტონმა ბოლო დღეებში ყველაზე ხმარიან განცხადებაზე კომენტარი გააკეთა. ილია თოფურია ჯასტინ გეიჯის ადანაშაულებს, რომ ბრძოლის დროს ხელები განსხვავებულად ჰქონდა დახვეული და შიგნით რაღაც ედო. სწორედ ამ თემაზე ისაუბრა კოლბიმ და თქვა, რომ გეიჯის ხელი მართლაც არ გამოიყურებოდა ისე, როგორც ჩვეულებრივ.
ბევრი კონსპირაციის თეორია მინახავს. ფოტოებიც არის, სადაც მართლაც ჩანს, რომ ხელთათმანში რაღაც აქვს. არ ვიცი, რა ვთქვა. ეს იმ სახვევს არ ჰგავდა, რომლითაც მებრძოლებს ხელს უხვევენ. ფერი ჰქონდა შეცვლილი და თეთრ ბინტს ნამდვილად არ ჰგავდა. შეიძლება, ილიამ იცოდეს ისეთი რამ, რაც ჩვენ არ ვიცით. არ მინდა, სპეკულაცია გამომივიდეს. ილიამ ბრძოლა წააგო, ჯასტინმა კი სამართლიანად გაიმარჯვა. ეს ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდი ანდერდოგის გამარჯვება იყო. განმეორებით ჩხუბს სიამოვნებით ვიხილავდი. - ამბობს კოლბი კოვინგტონი
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიას და ჯასტინ გეიჯის ჩხუბი თეთრი სახლის ღონისძიების მთავარი ბრძოლა იყო. "მატადორი" დიდ ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა, ყველასგან მოულოდნელად და დამარცხდა. ილიამ იმ საღამოს ჩემპიონობასთან ერთად, ნულიანიც დაკარგა. მას შემდეგ, არც ილიას და არც გეიჯის ბრძოლა არ ჩაუტარებიათ.