Belive

ლევან ჩოხელი: "მოცდას აღარ ვაპირებ, მე უკვე საქმეში ვარ"

19 საათის წინ სხვა
1 წთ

UFC-ში ქართველი მებრძოლის, ლევან ჩოხელის დებიუტი, ტრიუმფით დასრულდა. სომეხ ლეონ შაჰბაზიანთან დაპირისპირება 23 წამში, ტექნიკური ნოკაუთით დაასრულდა, ოპონენტს არანაირი შანსი არ ჰქონია. დიდებული პერფორმანსის შემდეგ, ლევან ჩოხელმა სამომავლო გეგმებსა და მირებულ შთაბეჭდილებებზე ისაუბრა.

თავს დიდებულად ვგრძნობ. ამ დღეს ზუსტად 1 წელი ველოდებოდი. დიახ, ეს გრძელი წელი იყო, თუმცა ახლა დაყოვნებას აღარ ვაპირებ, მე უკვე საქმეში ვარ და მინდა აქტიური ვიყო.

ჩემთვის ეს უცხო არ ყოფილა - გამოსვლა ოქტაგონამდე, შემდეგ გალიაში შესვლა... სიმართლე გითხრათ, გული არ ამჩქარებია, ეს ჩემთვის სიამოვნება იყო, რადგან ეს ჩემი საქმეა. მშვიდად ვიყავი - აი, ახლა კი ნამდვილად აღტაცებული ვარ.

მერაბი (დვალიშვილი) ჩემი ძმაა - მასსა და ჩემს შორის წონაში დიდი სხვაობაა, თუმცა გამუდმებით მაძლევს რჩევებს, რომელიც მეხმარება.

ახლა საქართველოში ჩასვლას და ჩემი ხალხის ნახვას ვაპირებ, როგორც კი დავბრუნდები ჩხუბი მინდა - აქტიური მებრძოლი ვიქნები. - განაცხადა ლევან ჩოხელმა

მერაბ დვალიშვილი ლევანისა და ოთარ თანზილოვის (მეორე დებიუტანტი ქართველის) კუთხეს წარმოადგენდა. ჩოხელი ქვესაშუალო (77 კგ) დივიზიონში იბრძვის, სადაც ჩემპიონის ქამრის მფლობელი ისლამ მახაჩევია.

სხვა სტატიები