"ისლამს კარიერის დასრულებამდე სამი ბრძოლა დარჩა" - ხავიერ მენდესი
5 თვის წინ
სხვა
1 წთ
ხავიერ მენდესი ამბობს, რომ ისლამ მახაჩევს წონის შეცვლა დიდი ხანია გადაწყვეტილი აქვს. ისლამის მწვრთნელის თქმით, ქვესაშუალო წონაში ასვლას ჯერ კიდევ მაშინ განიხილავდნენ, ვიდრე ხალხი ილიას გაიცნობდა.
ისლამს ბელალის ჩემპიონობამდეც უთქვამს, რომ ქვესაშუალო წონაში ასვლა სურდა. უნდოდა მსუბუქ წონაში ტიტული ყველაზე მეტჯერ დაეცვა და შემდეგ შეეცვალა წონა. ამასთან დაკავშირებით აზრი მკითხა და იდეა მოვუწონე. წონის შეცვლა იქამდე გვქონდა გადაწყვეტილი, ვიდრე ხალხი თოფურიას სახელს გაიგებდა. ისლამს ფული არ აინტერესებს. მას მხოლოდ მემკვიდრეობის ბრძოლები უნდა. ისლამი ჯამში კიდევ ალბათ სამ ბრძოლას ჩაატარებს. - განაცხადა ხავიერ მენდესმა
შეგახსენებთ, რომ ისლამმა წონა მას შემდეგ შეიცვალა, რაც თოფურია მსუბუქ დივიზიონში ავიდა. ახლა კი მსუბუქი წონის ქამრისთვის ილია თოფურია და ჩარლზ ოლივეირა იბრძოლებენ.