"კონორის დაბრუნებასთან დაკავშირებით ოპტიმისტურად ვარ განწყობილი" - დანა უაითი
2 დღის წინ
სხვა
1 წთ
დანა უაითმა კონორმა მაკგრეგორის დაბრუნების შესახებ ისაუბრა. UFC-ს პრეზიდენტის განცხადებით თუ ვიმსჯელებთ, ახლა ყველაფერი წინა მოლაპარაკებებზე უკეთესად მიმდინარეობს. სავარაუდოდ, ირლანდიელი ჩემპიონი ივლისში დაბრუნდება.
შესაძლოა ივლისში ვიხილოთ. ჯერჯერობით დადასტურებული არაფერია. დადასტურებასთან ახლოსაც კი არ ვართ, მაგრამ მის დაბრუნებასთან დაკავშირებით ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. წინა წელთან შედარებით ბევრად დარწმუნებული ვარ. - განაცხადა დანა უაითმა
🚨 Dana White says they're targeting August for Islam Makhachev's next fight
— Championship Rounds (@ChampRDS) March 29, 2026
When asked if Conor McGregor is fighting in July:
"Possibly. Nothing's done. Nothing's even remotely close to being done. I am [optimistic]." 👀 pic.twitter.com/Xuk2TPQCa3
სხვათაშორის, კონორის შესაძლო დაბრუნების შესახებ არიელ ელვანიმაც ისაუბრა. როგორც ჟურნალისტი ამბობს, რაღაც ძალიან ცუდი უნდა მოხდეს, რომ კონორი ოქტაგონზე ივლისში ვერ ვნახოთ.