"იგივეს ვგეგმავ გეიჯისთან, რაც მაქსთან გავაკეთე" - ილია თოფურია
13 საათის წინ
სხვა
1 წთ
ილია თოფურია ამბობს, რომ გულშემატკივრისთვის კარგი სანახაობა სურს და ამიტომ მხოლოდ დგომზე იქნება ორიენტირებული. "მატადორს" თავის საჭიდაო უნარებში ეჭვი არ ეპარება, მაგრამ გეიჯისთან ჭიდაობას არ აპირებს.
რომ მინდოდეს, რა თქმა უნდა, შემიძლია გეიჯი მიწაზე გადავიყვანო და რაც მომესურვება, ის ვუყო. მაგრამ ძალიან მინდა, რომ გულშემატკივრებს ნამდვილი შოუ ვაჩვენო.
მაქსთან ბრძოლაშიც შემეძლო მისი მიწაზე გადაყვანა, პარტერში გაკონტროლება და მახრჩობელა ან მტკივნეული ილეთით მოგება, მაგრამ ეს ისეთივე ამაღელვებელი არ იქნებოდა, როგორიც გამოვიდა.
ზუსტად იმავეს ვგეგმავ ჯასტინთანაც — ეს იქნება დგომში ბრძოლა. ყოველ შემთხვევაში, ჩემი მხრიდან. - ამბობს ილია თოფურია
Ilia Topuria says he chooses not to use his wrestling because he wants to entertain the fans:
— Championship Rounds (@ChampRDS) May 27, 2026
"If I wanted, of course I can take [Gaethje] down and do whatever I want to him. But I really want to give the fans a show.
With Max [Holloway] also, I could've taken him down, control… pic.twitter.com/l0qGcKaWKS
შეგახსენებთ, რომ გეიჯი და ილია ერთმანეთს 15 ივნისს შეხვდებიან. მათი ბრძოლა თეთრი სახლის ღონისძიებაზე მთავარი ჩხუბი იქნება და გამარჯვებული მსუბუქი წონის ქამარს დაეუფლება.