"ისლამი არ მჭირდება იმისთვის, რომ საკუთარი თავით ვიამაყო" - ილია თოფურია
11 საათის წინ
სხვა
1 წთ
ილია თოფურია ამბობს, რომ მახაჩევთან ბრძოლის არ ჩანიშვნა მისთვის არაფერს შეცვლის. თოფურიას თქმით, საკუთარი თავით მახაჩევის დამარცხების გარეშეც ამაყობს.
პირადად ჩემთვის ეს არაფერს შეცვლიდა. ისლამ მახაჩევი არ მძულს. პირადულად მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მან ამ სპორტში დიდ წარმატებებს მიაღწია, ჩემსავით ორმაგი ჩემპიონია და თუ ჩვენი ბრძოლა შედგება, ეს UFC-ის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ჩხუბი იქნება.
ეს ბრძოლა რომც არასოდეს შედგეს, მაინც ბედნიერი და საკუთარი თავით ამაყი ვიქნები. ისლამი არ მჭირდება იმისთვის, რომ საკუთარი თავით ვიამაყო. - ამბობს ილია თოფურია
Ilia Topuria says nothing changes for him if the Islam Makhachev fight never happens 😲👏
— FREAK.MMA (@FREAKMMA1) May 27, 2026
“For me personally, it wouldn’t change anything. I don’t hate Islam Makhachev. I don’t have anything personal against him. He’s achieved great things in the sport, he’s a double champ like… pic.twitter.com/sbAoumKVTP
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია ისტორიულ თეთრი სახლის ღონისძიებაზე იბრძოლებს. მისი მეტოქე ჯასტინ გეიჯი იქნება, რომელთა ბრძოლაც ღონისძიების მთავარი ჩხუბია. ეს საღამო 15 ივნისს არის ჩანიშნული.