"ვიცოდი პირველი ვიქნებოდი, რომელიც მაქსს გათიშავდა" - ილია თოფურია
ილია თოფურიამ იცოდა, რომ მაქს ჰოლოუეის გათიშავდა. ამ აზრში მაშინ დარწმუნდა, როდესაც "დალოცვილს" ოქტაგონის ცენტრში მიუთითა და ჰოლოუეიმ თავი აარიდა. "მატადორმა" ამის შესახებ ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა.
თავიდანვე, როგორც კი ბრძოლა ოფიციალურად დადასტურდა, ვიცოდი, რომ პირველი ვიქნებოდი, ვინც მას ნოკაუტში ჩააგდებდა. საქმე ისაა, რომ ბრძოლის ბოლო 10 წამში იმ გიჟურ გაცვლებში შესვლას მიჩვეული იყო. მე კი ყველა პრესკონფერენციაზე, ინტერვიუში თუ სხვაგან, სულ ვუმეორებდი: 'მისმინე, ჩვენ მეხუთე რაუნდამდე ვერ მივაღწევთ, მით უმეტეს იმ ბოლო 10 წამამდე, იმიტომ რომ მანამდე გაგთიშავ. ჰოდა, ის რასაც ბოლო 10 წამში აკეთებ ხოლმე, რატომ არ გავაკეთოთ ბრძოლის პირველივე 10 წამში? მოდი, UFC-ის ფანებს და ყველას, ვინც ივენთს ესწრება, ორთაბრძოლების ისტორიაში საუკეთესო საწყისი 10 წამი ვაჩუქოთ. რატომაც არა? მოდი, ვქნათ-მეთქი.' — ვეუბნებოდი ხოლმე.
აი, რატომ გავაკეთე ეს. და იმ მომენტში, როცა მან ხელით ის ნიშანი მოგვცა (თავის არიდების ნიშანი), ჩემს თავს ვუთხარი: 'ვიცოდი, რომ პირველი ვიქნებოდი, ვინც ნოკაუტში ჩაგაგდებდა და შენ ეს ახლახან თავადვე დაადასტურე' - ამბობს ილია თოფურია
🌹 Ilia Topuria, Max Holloway maçın başında onunla ortada karışmadığı an onu nakavt edeceğini anladığını açıkladı:
— Kırmızı Köşe (@KirmiziKoseMMA) May 27, 2026
‘’En başında, dövüş kesinleştiği an onu nakavt edecek ilk kişinin ben olacağımı biliyordum.
Olay şu ki, o ortada kırışmayı dövüşün son 10 saniyesinde yapmaya… pic.twitter.com/MhoxyIxfoH
შეგახსენებთ, რომ ილია პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც მაქს ჰოლოუეი გათიშა.
თოფურიას ახლა წინ ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა ელის, რომელიც თეთრი სახლის მთავარი ჩხუბი იქნება. "მატადორი" მსუბუქი წონის ქამარს ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ დაიცავს და დაპირისპირება 15 ივნისს შედგება.