"იმ მომენტში ყველა ვფიქრობდით, რომ სიტუაცია ჩვენს სასარგებლოდ იყო" - ჯონ ვუდი
როგორც უკვე იცით, მერაბ დვალიშვილმა ჩემპიონის ქამარი დაკარგა. "მანქანა" პიოტრ იანთან განმეორებით ჩხუბში დამარცხდა.
მესამე რაუნდის დასრულების შემდეგ, როდესაც მერაბი კუთხეში მიდიოდა, მწვრთნელმა ჯონ ვუდმა უთხრა, რომ 3:0-ს იგებდა. ამის გამო მწვრთნელმა გულშემატკივრების და ექსპერტების მხრიდან დიდი კრიტიკა დაიმსახურა, რადგან რეალობა განსხვავებული იყო. ჯონ ვუდმა ამ საკითხე არიელ ელვანისთან ისაუბრა.
ვფიქრობდი, რო მერაბი მეტად დაკავებული იყო და მეტად წნეხავდა მეტოქეს. ახლა, რომ ვუყურებ პიოტრს უფრო დიდი მომენტები ჰქონდა. ის ძლიერ დარტყმებს უშვებდა, დიდ რეაქციებს იღებდა და ზიანსაც აყენებდა.
რაც ვნახე ყველა ფიქრობს, რომ მერაბს არასწორი ვუთხარი. კიდევ ერთხელ, იმ მომენტში ყველა ვფიქრობდით, რომ სიტუაცია ჩვენს სასარგებლოდ იყო. - განაცხადა ჯონ ვუდმა
John Wood on telling Merab he was up 3-0 after the 3rd round:
— Ariel Helwani (@arielhelwani) December 8, 2025
"I thought that Merab was busier and doing more pressing, but looking at it now, Petr had the bigger moments. He was landing the bigger strikes, getting the bigger reactions, and doing the damage.
From everything… pic.twitter.com/6NdoScGAOu
განახდა საერთო რეიტინგიც, სადაც მერაბი საგრძნობლად დაქვეითდა. მან 5 საფეხურით ქვევით დაიწია და ახლა მერვე პოზიციაზეა. რაც შეეხება სუპერმსუბუქ დივიზიონს, იქ პირველი ნომერია.