Belive

ილია თოფურიას მომავალი მოწინააღმდეგე ჯოშ ემეტი იქნება

1 წლის წინ სხვა
1 წთ

დაუმარცხებელი ილია თოფურია ოქტაგონზე ბრუნდება. ქართველი "მატადორის" მოწინააღმდეგე UFC-ის გამორჩეული მებრძოლი ჯოშ ემეტი იქნება. აღნიშნული ორთაბრძოლა 18 ივნისს გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ილიასთვის ეს პირველი ხუთრაუნდიანი ორთაბრძოლა იქნება. თოფურიასა და ემეტის დაპირისპირება ღონისძიების მთავარი ბრძოლა იქნება.

აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ამერიკელის ბოლო შეხვედრა საჩემპიონო ქამარზე შედგა, სადაც იაირ როდრიგესის წინააღმდეგ მეორე რაუნდში დამარცხდა.

რაც შეეხება ილიას, მან ბოლო ბრძოლა ბრაის მიტჩელის წინააღმდეგ გამართა და მოწინააღმდეგე მეორე რაუნდში დაამარცხა.

ამჟამად, თოფურია UFC-ის რეიტინგში მე-9 ადგილზეა, ჯოშ ემეტი კი, მე-5 პოზიციას იკავებს.

სხვა სტატიები