Belive

"თუ ილია ბრძოლას დროზე ადრე დაასრულებს არ გამიკვირდება" - მაქს ჰოლოუეი

5 თვის წინ სხვა
1 წთ

მაქს ჰოლოუეიმ UFC 317-ის ჩხუბები განიხილა. ჩვენთვის ყველაზე საინტერესო კი ილიასა და ჩარლზის ბრძოლის მოსმენა იყო. "დალოცვილის" აზრით, ამ დაპირისპირება თოფურია ფავორიტია და მისი ნოკაუტით გამარჯვებაც არ გაუკვირდება.

თუ ილია ფინიშს ან ნოკაუტს აიღებს, ეს არ გამაკვირვებს. თუმცა, ამავადროულად თუ ჩარლზი გააკეთებს იმავეს არც ეს გამიკვირდება. სუპერ ჩხუბია. ოლივეირა ბევრმა ჩამოწერა და ის თავს ყველაზე კარგად სწორედ ამ მომენტში გრძნობს. უკვე არ მახსოვს რამდენჯერ ჩამოვწერეთ, მაგრამ საიდანღაც გამარჯვების გზას ყოველთვის პოულობს.

ჩემი პერსპექტივიდან, ამ ჩხუბში პირველი რაუნდის წუთები ბევრს გადაწყვეტს. ჩარლზს ილია აუცილებლად შეეხება. ილია ეს შეხება ოლივეირას გაყინავს თუ მაგრად ატკენს? აი ეს არის მთავარი საკითხი ამ ბრძოლაში. როცა ჩარლზ ოლივეირა ანდერდოგია, ფსონის გასაკეთებლად საუკეთესო ვარიანტია. მხოლოდ ამას ვიტყვი. ამ ჩხუბში გამარჯვებულს ვერ ავირჩევ. - განაცხადა მაქს ჰოლოუეიმ

შეგახსენებთ, რომ ბრძოლა ლას ვეგასში გაიმართება. ილიასა და ჩარლზის დაპირისპირება 29 ივნისს, გამთენიისას დაიწყება.

სხვა სტატიები