"იანი უდავო კანდიდატია, მან საჩემპიონო ჩხუბი დაიმსახურა" - დვალიშვილი
3 თვის წინ
სხვა
1 წთ
მერაბ დვალიშვილს აქტიურად დარჩენა სურს. სენდჰეგენთან ჩანიშნული ჩხუბის შემდეგ, "მანქანა" დაბრუნებას მალევე გეგმავს . როგორც მერაბი ამბობს, დეკემბერში კვლავ იჩხუბებს.
თუ მოვიგებ მინდა მალევე დავბრუნდე და დეკემბერში ვიჩხუბო. UFC-ს ვთხოვ, რომ შემდეგი ბრძოლა დეკემბერში ან ნოემბერში ჩამინიშნონ. ამჟამად, იანი უდავო კანდიდატია. მან საჩემპიონო ბრძოლა დაიმსახურა. არ მინდა დიდხანს ვალოდინო. - ამბობს მერაბ დვალიშვილი
შეგახსენებთ, რომ მერაბს წინ კორი სენდჰეგენთან ბრძოლა ელის. მათი დაპირისპირება თბილისის დროით 5 ოქტომბრის დილას შედგება. მერაბისთვის ეს მე-4 სატიტულო ჩხუბი იქნება.