პლინიო კრუზი: "არასდროს მინახავს ვინმე თათებზე ისე ძლიერად ურტყამდეს, როგორც ილია"
ალექს პერეირას მწვრთნელმა პლინიო კრუზმა ილია თოფურიას სავარჯიშო პროცესი შეაფასა და ქართველი ჩემპიონის დარტყმის სიმძლავრით გაოცებულია. კრუზის განცხადებით, თოფურიას კრივის რინგზე მაღალ დონეზე ასპარეზობა შეუძლია და მას ამ დისციპლინაში იმაზე მეტი პოტენციალი აქვს, ვიდრე თავის დროზე კონორ მაკგრეგორს.
თვალი ვადევნე თოფურიას ვარჯიშს და გაოგნებული დავრჩი. არასდროს მინახავს, ვინმეს თათებზე ასეთი ძალით დაერტყას. მართლაც შიშის მომგვრელია.
ეჭვიც არ მეპარება, რომ მას კრივში ასპარეზობაც შეუძლია. რაც კონორმა ფლოიდის წინააღმდეგ გააკეთა, თოფურიას იმაზე უკეთესადაც კი შეუძლია გაიმეოროს - ამბობს კრუზი
#UFCWhiteHouse Plínio Cruz, Alex Pereira's coach, on Ilia Topuria:
— The Fight Fanatic (@FightFanatic_) June 1, 2026
"I watched Topuria train and was blown away. I've never seen anyone hit the pads with that kind of power. It's honestly scary.
No doubt in my mind he could compete in boxing. What Conor did against Floyd,… pic.twitter.com/GI1Xt0PUTx
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიას ჯასტინ გეიჯისთან ჩხუბი ელის. მათი დაპირისპირება თეთრი სახლის ღონისძიების მთავარი ჩხუბი იქნება. ბრძოლა 15 ივნისს გამთენიისას დაიწყება.