"თუ გეიჯის და ილიას ბრძოლა შედგება..." - ჩარლზ ოლივეირა
6 საათის წინ
სხვა
1 წთ
ჩარლზ ოლივეირა თვლის, რომ ილია თოფურია ჯასტინ გეიჯის დაამარცხებს. ბრაზილიელის აზრით, ილია და ჯასტინის ჩხუბი დგომში წარიმართება, სადაც ილიას ძალიან დიდი უპირატესობა ექნება.
მეგონა პიმბლეტი გეიჯის მიწაზე გადაიყვანდა და მის ზეწოლას იქ გააგრძელებდა. თუმცა, სრულიად განსხვავებული ჩხუბი ჩაატარა. თუ ისე იბრძოლებ როგორც ჯასტინი, წააგებ.
თუ თოფურიას და გეიჯის ჩხუბი გაიმართeბა, ისინი დადგებიან და დარტყმებს გაცვლიან. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ თოფურია მოიგებს. - განაცხადა ოლივეირამ
Charles Oliveira believes Ilia Topuria would beat Justin Gaethje:
— The Fight Fanatic🥊 (@FightFanatic_) January 28, 2026
“I thought Pimblett would win by taking Justin down and pressuring him, but he fought a completely different fight. If you fight like Justin, you’ll lose.
If Topuria and Gaethje fight, they’ll stand and trade and… pic.twitter.com/rXbXJi4LFr
შეგახსენებთ, რომ ჯასტინ გეიჯიმ პადი პიმბლეტი დაამარცხა და მსუბუქი წონის დრიებით ქამრის ჩემპიონი გახდა. ახლა ილიასა და გეიჯის ჩხუბის ჩანიშვნა მხოლოდ დროის საკითხია.