გიგა ჭიკაძემ რეიტინგში მე-15 ადგილზე გადაინაცვლა
4 თვის წინ
სხვა
1 წთ
დღეს UFC-ს რეიტინგი განახლდა და დივიზიონებში გარკვეული ცვლილებებია. აბუ დაბიში ჩატარებული ღონისძიების შემდეგ, რეიტინგში განსაკუთრებული არაფერი შეცვლილა. მიუხედავად ამისა, ცვლილებები ქართველ მებრძოლსაც შეეხო. გიგა ჭიკაძე ქვემსუბუქი წონის დივიზიონში ერთი საფეხურით დაქვეითდა. საბედნიეროდ გიგა თხუთმეტეულში ადგილს ინარჩუნებს და ბოლო მე-15 პოზიციაზეა.