გიგა ჭიკაძემ რეიტინგში ადგილი დაკარგა
7 თვის წინ
სხვა
1 წთ
გიგა ჭიკაძე UFC რეიტინგში აღარ იქნება. დევიდ ონამასთან მარცხის შემდეგ, "ნინძას" ადგილი თავად უგანდელმა დაიკავა. ჭიკაძესთან მოპოვებული გამარჯვებით ონამამ დივიზიონში მე-14 პოზიცია მიიღო.
სამწუხაროდ, გიგა ჭიკაძემ ბოლო ორი ბრძოლა დათმო. ჯამში "ნინძას" UFC-ში 11 ჩხუბი აქვს ჩატარებული და აქედან სამი დათმო.