Belive

პიოტრ იანი დვალიშვილთან ბრძოლამდე: "თავს ფავორიტად არ მივიჩნევ, მაგრამ...“

5 საათის წინ სხვა
1 წთ

პიოტრ იანი მერაბ დვალიშვილთან რემატჩზე საუბრობს და აცხადებს, რომ თავს ფავორიტად არ მიიჩნევს. რუსი მებრძოლის თქმით, ეს მისთვის უმნიშვნელოვანესი ბრძოლაა, ხოლო კითხვაზე, გახდება თუ არა ეს მარცხი ქართველის კარიერაში „დასასრულის დასაწყისი“, იანი პასუხობს, რომ ეს სრულიად შესაძლებელია.

მე ჩემს თავს ფავორიტად არ მივიჩნევ. ვიცი, რომ ძლიერი ოპონენტი მყავს. ჩვენს დივიზიონში ყველა შემთხვევით არ დაუმარცხებია. ასე რომ, თავს ფავორიტად არ მივიჩნევ და ვცდილობ ფოკუსი არ დავკარგო. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლაა.

- ფიქრობ, მერაბის დამარცხება მისი დასასრულის დასაწყისი იქნება?

სიმართლე გითხრათ, ამაზე არ ვფიქრობ, მაგრამ ეს შესაძლებელია. ვნახოთ რა მოხდება და ჩემთან ბრძოლის შემდეგ თავს როგორ იგრძნობს. - ამბობს პიოტრ იანი

შეგახსენებთ, რომ მერაბისა და პიოტრის ბრძოლა აბუ დაბიში 24 ოქტომბერს შედგება. ბოლოს იანმა გაიმარჯვა და დვალიშვილს ქამარიც წაართვა. მერაბს მშვენიერი შანსი აქვს, რომ ტიტული სწრაფად დაიბრუნოს. ეს მათი მესამე დაპირისპირება და ანგარიში 1:1 არის.

სხვა სტატიები