Belive

ალექსანდრე თოფურია ბეკზატ ალმახანის წინააღმდეგ იბრძოლებს

3 თვის წინ სხვა
1 წთ

ქართველი მებრძოლის მეტოქე ბეკზატ ალმახანი იქნება. ჩხუბი 22 ნოემბერს კატარის ქარდზე შედგება.

ყაზახ მებრძოლს კარიერაში 14 ჩხუბი აქვს გამართული, საიდანაც 12 მოიგო. აღსანიშნავია, რომ აქედან 9 ნოკაუტით იყო, 5 კი პირველივე რაუნდში. ალმახანს ერთი ჩხუბი საბმიშენითაც აქვს მოგებული. ბეკზატს UFC-ში სულ ორი ბრძოლა აქვს გამართული და ერთხელ უმარ ნურმაგომედოვთან დამარცხდა, მეორედ კი ბრედ კატონასთან გაიმარჯვა.

სხვა სტატიები