Belive

"პიოტრი ბოლო ბრძოლის შემდეგ საგრძნობლად განვითარებულია" - შონ ო'მალი

1 თვის წინ სხვა
1 წთ

შონ ო'მალიმ საკუთარ პოდკასტში მერაბისა და იანის განმეორებით ჩხუბზე ისაუბრა. "შუგამ" თქვა, რომ განმეორებითი ბრძოლა ბევრად საინტერესო იქნება, რადგან ბოლო პერიოდში ორივე ძალიან განვითარდა.

პიოტრ იანი VS მერაბი 2.... პირველ ჩხუბში იანს ხელი ჰქონდა ნატკენი თუ მძიმე ტრავმა აწუხებდა. გეტყვით, რომ პირველი ბრძოლა შედარებით პატარა გალიაში იყო. პატარა გალიაში ბრძოლა დიდთან შედარებით, სრულიად განსხვავებულია.

პიოტრი ბოლო ბრძოლის შემდეგ საგრძნობლად განვითარებულია. ის აშკარად უკეთ გამოიყურება. მერაბიც გაუმჯობესდა. მასთან ჩემი პირველი ჩხუბიდან მეორე ჩხუბამდე მხოლოდ 8 თვე იყო გასული და ასეთ მოკლე დროში, ვინმეს ამხელა ნახტომი ჰქონდეს არ მინახავს. 8 თვის შემდეგ, ჩემს წინააღმდეგ აბსოლუტური მანქანა იდგა. მისი ბრძოლიდან ბრძოლამდე განვითარება უბრალოდ სიგიჟეა. - განაცხადა შონ ო'მალიმ

შეგახსენებთ, რომ იანისა და დვალიშვილის ჩხუბი 6 დეკემბერს გაიმართება. იმ შემთხვეევაში თუ მერაბი გაიმარჯვებს, ქართველი საოცარ შედეგს დააფიქსირებს. ის გახდება პირველი მებრძოლი, რომელიც UFC-ს ისტორიაში ერთ კალენდარულ წელში 4-ჯერ დაიცავს საკუთარ ტიტულს.

სხვა სტატიები