გეიჯი ილიასა და ჩარლზის ჩხუბის ჩანიშვნამ ძალიან გააბრაზა
6 თვის წინ
სხვა
1 წთ
Anik & Florian Podcast - ში საუბრისას ჯონ ანიკმა თქვა, რომ გეიჯი ძალიან გაბრაზებულია. ამერიკელი იმედგაცრუებულია, რომ მსუბუქი წონის ქამარზე არ ჩხუბობს. გეიჯის თქმით, ილიას მეტოქე ოლივეირას ნაცვლად თავად უნდა იყოს.
გეიჯი გაცხარებული იყო. ის თვლის, რომ ოლივეირაზე მეტად იმსახურებდა შანსს. ვფიქრობ, ის და მისი მენეჯერი - ალი აბდელაზიზი გარანტიას ითხოვენ, რომ რიგში შემდეგი იქნებიან. - განაცხადა ანიკმა
შეგახსენებთ, რომ ილიასა და ჩარლზის ჩხუბი 28 ივნისს UFC 317-ზე შედგება.