Belive

"ყოველთვის ვიტყვი, რომ თოფურიას ის ჩხუბი ვერ ვაჩვენე რომელიც მინდოდა" - ვოლკანოვსკი

4 თვის წინ სხვა
1 წთ

დიმიტრიუს ჯონსონთან სტუმრობისას ალექს ვოლკანოვსკიმ ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა. ავსტრალიელი თვლის, რომ ისლამთან მარცხის შემდეგ "მატადორთან" საბრძოლველად ზედმეტად ადრე დაბრუნდა.

ილიამ ყველაფერი სწორად გააკეთა. ყოველთვის ვიტყვი, რომ მასთან ის ჩხუბი ვერ ვაჩვენე რომელიც მინდოდა. შეიძლება, ისლამის ჩხუბის შემდეგ, ასე მალე რომ არ დავბრუნებულიყავი ყველაფერი სხვაგვარად წასულიყო. - განაცხადა ვოლკანოვსკიმ

შეგახსენებთ, რომ პირველი ჩემპიონობა თოფურიამ სწორედ ალექს ვოლკანოვსკითან იზეიმა. "ვოლკის" გათიშვის შემდეგ, ილია მაქს ჰოლოუეი და ჩარლზ ოლივეირაც დაანოკაუტა.

სხვა სტატიები