"გამარჯვებული მერაბი უნდა იყოს და იქნება კიდეც" - ალექს ვოლკანოვსკი
2 თვის წინ
სხვა
1 წთ
ალექს ვოლკანოვსკიმ საკუთარ YouTube არხზე მერაბისა და კორის დაპირისპირებაზე ისაუბრა. ავსტრალიელი ჩემპიონი დვალიშვილის გამარჯვებაში დარწმუნებულია და თვლის, რომ მერაბი ქამარს მარტივად დაიცავს.
გამარჯვებული მერაბი უნდა იყოს და იქნება კიდეც. ჩემი აზრით, მერაბი მოიგებს. ორივე ბიჭი მიყვარს, მაგრამ მერაბი განსაკუთრებით. კორიც ძალიან სასიამოვნო ბიჭია. ორივე საოცარია ადამიანია. ვისურვებდი მოგება ორივეს შეეძლოს.
მერაბი ძლიერია და ვფიქრობ, მოიგებს კიდეც. ყველაზე სახალისო ის არის, რომ კორი ძალიან საშიშია. თუ ის დვალიშვილს ატკენს, მერაბი ძალიან მაგარია და იცის საკუთარი თავი პრობლემიდან როგორ გამოიყვანოს. მას კრიტიკულ მდგომარეობაში გადარჩენა შეუძლია. - განაცხადა ვოლკანოვსკიმ
შეგახსენებთ, რომ მერაბისა და კორის ბრძოლა 5 ოქტომბერს გაიმართება. ვინაიდან ჩხუბი ლას ვეგასშია, ჩხუბი ჩვენი დროით გამთენიისას დაიწყება. დვალიშვილისთვის ეს მეოთხე საჩემპიონო ჩხუბია, კორი კი სატიტულო ბრძოლაში პირველად გამოდის.