"მერაბი გამორჩეულია, ეს ბიჭი მიყვარს" - შონ სტრიკლენდი
1 დღის წინ
სხვა
1 წთ
როგორც ჩანს, შონ სტრიკლენდს მერაბ დვალიშვილი ძალიან უყვარს. ყოფილი ჩემპიონი ქართველის მიმართ დიდი სიმპათიებით არის განწყობილი და მისი ცხოვრების სტილიც მოსწონს.
კარგი მერაბის შესახებ ის არის, რომ მისი საბრძოლო სტილი დამაზინებელი არ არის. დიდ ზიანს არ იღებს და ასევე პატარა მებრძოლია. გამიგია და მინახავს, რომ ბრძოლის დღეს სპარინგობს, ძლიერადაც სპარინგობს.
ბრძოლა მთლიანად მენტალურ მხარეს ეხება. არ არსებობს სწორი გზა ან ბილიკი, რომელიც წარმატებამდე აუცილებლად მიგიყვანს. თუმცა, მერაბი გამორჩეულია. ეს ბიჭი მიყვარს.
მერაბს უყვარს იარაღები, ქალები... ჩვენ მივიღეთ მერაბი, შენ ამერიკელი ხარ სერ! - ამბობს შონ სტრიკლენდი
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი UFC-ს ჩემპიონი აღარაა. მან ტიტული პიოტრ იანთან ბრძოლაში დაკარგა, რომელიც 7 დეკემბერს გაიმართა.