Belive

"ფულის კეთება მიყვარს" - ო'მალი თოფურიასთან ბრძოლაზე

1 თვის წინ სხვა
1 წთ

მას შემდეგ, რაც ილია თოფურია ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა მასთან ბრძოლა ბევრს უნდა. სიაში სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი შონ ო'მალიც არის. უკვე დიდი ხანია, რაც "შუგა" ილიასთან ჩხუბის სურვილს გამოთქვამს. ამის შესახებ შონმა ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ ისაუბრა.

მოვლენების განვითარება ილიასა და ვოლკანოვსკიზე არის დამოკიდებული. ყველაფერი რამდენიმე კვირაში გამოჩნდება. თუ ილია გაიმარჯვებს და მე "ჩიტოს" დავამარცხებ... მე ამის შესახებ დანასა და ჰანტერს ბევრჯერ ვესაუბრე. ამას პოდკასტებში და ინტერვიუებშიც ვამბობ: მე ილიას წინააღმდეგ, სექტემბერში, ვეგასში, Sphere-ში, მექსიკის დამოუკიდებლობის დღეს. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა ვფიქრობ, შემდეგი ბრძოლა სწორედ ეს იქნება. ძალიან ბევრი არჩევანი მაქვს და ეს ძალიან მომწონს. მე მებრძოლებისთვის საოცნებო მოწინააღმდეგე ვარ. ფულის კეთება მიყვარს. რატომ უნდა შევხვდე იმას ვინც მკვლელია მაგრამ, ცოტა ფულს მომიტანს. მაქვს მეორე ვარიანტიც - შევხვდე სხვა მკვლელს და მეტი ფული გამოვიმუშაო. მჯერა, რომ ჩემი და ილიას ბრძოლა ძალიან დიდი იქნება. განსაკუთრებით მაშინ თუ ის "ვოლკს" კიდევ ერთხელ დაამარცხებს, მე კი "ჩიტოს" წინააღმდეგ გავიმარჯვებთ. ერთმანეთის წინააღმდეგ გამარჯვებებით გამოვალთ. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. - განაცხადა შონმა ESPN MMA-სთან საუბრისას

შონ ო'მალის მომავალი ბრძოლა მარლონ "ჩიტო" ვერას წინააღმდეგ ელის. მათი დაპირისპირება UFC 299-ზე შედგება. სავარაუდოდ, სწორედ ამ ბრძოლაში გამარჯვებული მერაბ დვალიშვილს შეხვდება.

სხვა სტატიები