Belive

"ახლა ვიცი, რომ ჩხუბის გეგმას აუცილებლად შეცვლის" - მერაბ დვალიშვილი

7 თვის წინ სხვა
1 წთ

როგორც იცით, მერაბ დვალიშვილისა და შონ ო'მალის განმეორებით ბრძოლა ჩაინიშნა. მათი რემატჩი 8 ივნისს ნიუ ჯერსიში შედგება.

მნიშვნელოვანი ჩხუბის წინ, დვალიშვილმა არიელ ელვანისთან ისაუბრა.

მიუხედავად იმისა, რომ ო'მალის ამ რემატჩის გამო აკრიტიკებენ, მაინც ვფიქრობ, შონი ამას ყველაზე მეტად იმსახურებს. ბრძოლის წაგების შემდეგ ბევრი მიზეზი დაასახელა. ახლა ვიცი, რომ ჩხუბის გეგმას აუცილებლად შეცვლის. სრულიად განსხვავებული ბრძოლა იქნება. ვიცი, რომ თავიდანვე თავს დამესხმება. მინდა ჩემი სტრაიკინგიც დავტესტო. - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა

შეგახსენებთ, რომ მერაბმა ჩემპიონის ტიტული სწორედ შონ ო'მალისთან მოიგო. Sphere-ში გამართულ ლეგენდარულ UFC Noche-ზე მერაბმა შონი სრული დომინაციით დაამარცხა. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ "მანქანამ" ქამრის ერთხელ დაცვა უკვე მოასწრო. დვალიშვილმა ეს უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ მოახერხა.

სხვა სტატიები