Belive

ევროპის ჩემპიონატი გუნდურში - საქართველოს შემადგენლობა ცნობილია

9 საათის წინ სხვა
1 წთ

2026 წლის ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში შერეულ გუნდებს შორის 2026 წლის 7 ნოემბერს, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში, ალექსანდრ ნიკოლიჩის სახელობის სპორტის სასახლეში გაიმართება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა გუნდური პირველობისთვის ცნობილია.

მამაკაცები

  • 73 კგ - ლაშა შავდათუაშვილი

  • 90 კგ - ლუკა მაისურაძე

  • +90 კგ - ირაკლი დემეტრაშვილი

ქალები

  • 57 კგ - ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე

  • 70 კგ - ნინო გულბანი

  • +78 კგ - ბარბარე გელაშვილი.

ტრავმების გამო, საქართველოს ნაკრებს გუნდურ პირველობაზე ლაშა ბექაური და სოფიო სომხიშვილი ვერ დაეხმარებიან, თუმცა საინტერესოა, რომ ეროვნულ ნაკრებში პირველ შანსს მიიღებს ახალი სახე - ბარბარე გელაშვილი, რომელიც 22 წლის გახლავთ.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის გუნდური პირველობა ევროპის ჩემპიონატის დასრულებისთანავე, მეორე დღესვე იმარათებოდა, თუმცა წელს პირველი შემთხვევაა, როდესაც ცალკე შეჯიბრად ტარდება.

საქართველოს ნაკრები 2025 წელს შერეულ გუნდურ პირველობაში ევროპის ჩემპიონი გახდა, 2024 წელს კი ფინალში საფრანგეთთან დავმარცხდით.

სხვა სტატიები