"ეს მოსყიდული და კორუმპირებული ჯგუფია, ჩემი სპორტი მშვენიერია, ბოდიში" - ფრენკ ჩამიზო
2 წლის წინ
სხვა
1 წთ
აზერბაიჯანში ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიადის ლიცენზიები გათამაშდა. თავისუფალ ჭიდაობაში იტალიელი ფრენკ ჩამიზო აზერბაიჯანელ თურან ბაირამოვს შეხვდა. იტალიელი მოჭიდავე გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ მსაჯების გადაწყვეტილებით მომენტი სხვანაირად შეფასდა და გამარჯვება აზერბაიჯანელ მოჭიდავეს დარჩა.
ჩამიზომ აღნიშნულ ფაქტზე სოციალურ ქსელში კომენტარი გააკეთა და აღშფოთება ვერ დამალა:
მინდა ბოდიში მოვუხადო მათ, ვინც ამ ვიდეოს უყურა. ეს მხოლოდ მოსყიდული და კორუმპირებული ჯგუფია. გული მტკივა ამ ფაქტის გამო. ჩემი სპორტი მშვენიერია, ბოდიში. - ფრენკ ჩამიზო