Belive

ჭიდაობის მსოფლიო ფედერაციამ ჩამიზოსა და ბაირამოვის შეხვედრის მსაჯები დასაჯა

1 კვირის წინ სხვა
1 წთ

ჭიდაობის მსოფლიო ფედერაციის დისციპლინური საბჭოს გადაწყვეტილებით, ჩამიზოსა და ბაირამოვის სკანდალური შეხვედრის მსაჯებსა და დელეგატებს გარკვეული პერიოდით საქმიანობა შეუჩერდათ.

სანქციის მიუხედავად, აზერბაიჯანელი მოჭიდავე გამარჯვებულად რჩება, რადგან ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის წესდების 53-ე მუხლის თანახმად, გამარჯვებულის გამოცხადების შემდეგ, ბრძოლის შედეგის შეცვლა არ შეიძლება.

თუმცა, სადისციპლინო პალატამ ჭიდაობის მსოფლიო ფედერაციას სთხოვა, რომ ჩამიზო ოლიმპიადის მომავალ საკვალიფიკაციო ტურნირზე პირველ ნომრად იყოს განთესილი.

  • მთავარი მსაჯი, რომან პავლოვი და დელეგატი იბრაჰიმ ჩიჩიოღლუ ჭიდაობას 2024 წლის 31 დეკემბრამდე ჩამოაშორეს.

  • მსაჯ საივანს საქმიანობა 2024 წლის 30 სექტემბრამდე შეუჩერდა, დანარჩენი დელეგატები კი 30 ივნისამდე დაისაჯნენ.

თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა, ფრენკ ჩამიზომ, თურან ბაირამოვთან უსამართლო მარცხის შემდეგ, La Repubblica-ს სკანდალური ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ შეხვედრამდე წაგებისთვის 300 ათასი დოლარი შესთავაზეს. ბაირამოვთან წაგებას ჩამიზო სოციალურ ქსელშიც გამოეხმაურა და მსაჯებს კორუმპირებული და მოსყიდული ჯგუფი უწოდა.