ბაქოში მომხდარ სკანდალს მსოფლიო ჭიდაობის ორგანიზაცია გამოიძიებს
2 წლის წინ
სხვა
1 წთ
მსოფლიო ჭიდაობის ორგანიზაციამ იტალიის ჭიდაობის ფედერაციისგან ოფიციალური საჩივარი მიიღო. საქმე ბაქოში გამართულ ოლიმპიადის საკვალიფიკაციო შეხვედრას ეხება, რომელშიც თავისუფალი სტილით ჭიდაობაში (74 კგ), ერთმანეთს აზერბაიჯანელი თურან ბაირამოვი და იტალიელი ფრენკ ჩამიზო დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ბაირამოვის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა შედეგმა მაშინვე გამოიწვია არასამართლიანობისა და მსაჯების მხრიდან აშკარა მიმხრობითობის შეგრძნება.
მსოფლიო ჭიდაობის ორგანიზაციას (UWW) აქვს ურყევი ვალდებულება ჭიდაობის ერთიანობისადმი. ჩვენ უკვე მიივიღეთ მოხსენება მსაჯული ორგანოსგან, ასევე შეჯიბრის მსაჯების დელეგატებისგან. ორთაბრძოლების ყველა ქმედება, მსაჯების გადაწყვეტილებები და გამოწვევები გულდასმით და დამოუკიდებლად განიხილება, რათა განისაზღვროს პასუხისმგებლობა და დაწესდეს საჭირო და შესაბამისი სანქციები. ამ შეხვედრის ირგვლივ გაკეთებული ყველა სხვა განცხადება დაექვემდებარება გამოძიებას - ნათქვამია მსოფლიო ჭიდაობის ორგანიზაციის განცხადებაში
შეგახსენებთ, რომ ფრენკ ჩამიზოს, სკანდალური გადაწყვეტილებით, ოლიმპიადის საგზური წაართვეს და ამჟამინდელი მდგომარეობით, საფრანგეთში თურან ბაირამოვი გაემგზავრება.