ჩამიზო: ,,წაგების სანაცვლოდ 300 ათასი დოლარი შემომთავაზეს''
2 წლის წინ
სხვა
1 წთ
თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა, ფრენკ ჩამიზომ, თურან ბაირამოვთან უსამართლო მარცხის შემდეგ, La Repubblica-ს სკანდალური ინტერვიუ მისცა:
,,მომხდარის შემდეგ ჯერ კიდევ შოკირებული და დამწუხრებული ვარ, ხუთმა მსაჯმა ერთნაირი გადაწყვეტილება მიიღო და აღიარა, რომ მე გავიმარჯვე.
ვიცოდი, რომ აზერბაიჯანში სამმაგად უნდა დავხარჯულიყავი, რადგან მათ ქვეყანაში ვიბრძოდი და ყველა მოისყიდეს. ეს გავაკეთე, მაგრამ შემდეგ მოხდა ის, რაც ადრინდელი ჭიდაობის გამოძახილია...
ჩემთან მოვიდნენ და მარცხის სანაცვლოდ 300 ათასი დოლარი შემომთავაზეს. არ მინდა ვთქვა ვინ, მაგრამ ეს აწონვის დილით მოხდა. შემოთავაზებაზე უარი ვთქვი, რადგან მთელ იტალიას წარმოვადგენ და არა მხოლოდ - საკუთარ თავს! - ფრენკ ჩამიზო
ბაირამოვთან წაგებას ჩამიზო სოციალურ ქსელშიც გამოეხმაურა და მსაჯებს კორუმპირებული და მოსყიდული ჯგუფი უწოდა.
Frank Chamizo is a two-time wrestling world champion and Olympic bronze medalist.
— Front Office Sports (@FOS) April 12, 2024
He's claiming he turned down a bribe of $300,000 to throw a match at last week’s European Olympic qualifying tournament in Azerbaijan.