"ეს MMA არის და ყველაფერი შეიძლება მოხდეს" - მაქსი ილიასა და პადის ბრძოლაზე
4 თვის წინ
სხვა
1 წთ
მაქს ჰოლოუეიმ ილია თოფურიასა და პადი პიმბლეტის შესაძლო ბრძოლაზე ისაუბრა. ბევრი თვლის, რომ პადიზე მეტად სატიტულო ჩხუბს არმანი იმსახურებს. მაქსის თქმით, ჩხუბს ის მიიღებს ვინ მეტ ბილეთს გაყიდის.
ხალხს ავიწყდება, რომ გასართობ ბიზნესში ვართ. ვინც მეტ ადგილს გაყიდის, UFC მას მისცემს ჩხუბს. საბოლოო ჯამში ყველაფერში გართობაზე მიდის. ამაზე არ უნდა გაბრაზდე.
ეს შერეული საბრძოლო ხელოვნებაა და ყველამ შეიძლება მოიგოს. პადი პიმბლეტი მოჭიდავე არ არის, მაგრამ ჩენდლერს ჭიდაობით მოუგო. ამის ნახვა ნამდვილად საშიში იყო. პადი ძალიან კარგია და დარწმუნებული ვარ ილიას წინააღმდეგ გამონახავ გეგმას, რომელიც გამარჯვებაში დაეხმარება. - განაცხადა მაქს ჰოლოუეიმ
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ქვემსუბუქი წონის ქამარი სწორედ მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ დაიცვა. "მატადორი" პირველი მებრძოლი გახდა, რომელმაც "დალოცვილი" ნოკაუტით დაამარცხა.
მაქსს წინ დასტინ პორიესთან ბრძოლა ელის, რომელიც 20 ივლისს გაიმართება.