"ერთი-ერთზე ჩხუბი და რამდენიმე კაცის მიერ ერთზე თავდასხმა იგივე არ არის" - ნინა დრამა
აბუ დაბიში მერაბზე უსმან ნურმაგომედოვის თავდასხმას ბევრი გამმართლებელი გამოუჩნდა. ხალხის ნაწილი თვლის, უსმანის ეს ქმედება იმის საპასუხო იყო, რაც მერაბმა თბილისში გააკეთა. დვალიშვილი RAF-ის ღონისძიებაზე ერთ-ერთ დაღესტნელს სილა გააწნა და თვლიან, რომ ამის გამო უსმანის გუშინდელი საქციელი სამართლიანი იყო.
ამ ყველაფერთან დაკავშირებით ნინა დრამამ განცხადება გაავრცელა.
ხალხი, ვინც ვერ ასხვავებს მერაბის შელაპარაკებას საქართველოში დღეს მომხდარი თავდასხმისგან, სერიოზულად სულელია. ერთი-ერთზე ჩხუბი არ არის იგივე, რაც რამდენიმე კაცის ერთზე თავდასხმა. როცა მერაბმა იმ კაცს საქართველოში სილა გააწნა, არც ერთ ქართველს არ დაურტყამს იმ დაღესტნელისთვის. ძალადობა არასდროსაა გამოსავალი… მაგრამ ნუ აურევთ ამ ორ ინციდენტს ერთმანეთში… ისინი ერთი და იგივე არ არის! - ნინა დრამა
People who can’t differentiate Merab’s altercation in Georgia vs the attack that happened today are seriously dumb af. One on one is not the same as getting jumped by multiple men. When Merab slapped that man in Georgia NOT one Georgian man attacked the Dagestani man. Violence is…
— Nina-Marie Daniele (@Ninadrama) November 12, 2026
იმისათვის, რომ მომხდარში უფრო კარგად გაერკვეთ, მერაბ დვალიშვილის გუნდელის ლაშა მესხის განცხადებას გაეცანით. ლაშა იქ იმყოფებოდა, როდესაც დვალიშვილმა დაღესტნელს სილა გააწნა და დეტალურად აქვს ახსნილი თუ რა მოხდა მაშინ.