Belive

"არ ვიცი UFC რას ელოდება, მათი გეგმები არ ვიცი" - ხამზატ ჩიმაევი

2 დღის წინ სხვა
1 წთ

საშუალო წონის ყოფილი ჩემპიონი ხამზატ ჩიმაევი ოქტაგონზე დაბრუნებას ითხოვს და ვარაუდობს, რომ მისი მომდევნო მეტოქე სტრიკლენდისა და იმავოვის წყვილიდან იქნება. "მგელი" UFC-ის მენეჯმენტის მიმართ უკმაყოფილებას არ მალავს. მებრძოლის თქმით, ის უკვე თვეებია, აქტიურ რეჟიმში დაბრუნებას ცდილობს, თუმცა ორგანიზაციისგან კონკრეტულ შეთავაზებას ისევ ელოდება.

დიდი ხანია ვიცდი, დაახლოებით სამი თვეა. გავიგე, რომ ნასურდინ იმავოვსა და შონ სტრიკლენდს უნდა ეჩხუბათ. მათ შორის, რომელიც მოიგებს, მას შევებრძოლები. არც ვიცი UFC რას ელოდება და არც მათი გეგმები ვიცი. - ხამზატ ჩიმაევი

შეგახსენებთ, რომ UFC 328-ის მთავარ ღონისძიებაზე ხამზატ ჩიმაევსა და შონ სტრიკლენდს შორის საშუალო წონის სატიტულო 5-რაუნდიანი ორთაბრძოლა შედგა. მსაჯების გადაწყვეტილება გაიყო და გამარჯვება შონ სტრიკლენდს მიენიჭა, რომელმაც ჩემპიონის ქამარი დაიბრუნა, ხოლო ჩიმაევმა კარიერაში პირველი მარცხი მიითვალა.

სხვა სტატიები