"ის და მერაბი სხვა ოთახში გავიდნენ, სადაც ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს" - ლაშა მესხი
9 საათის წინ
სხვა
1 წთ
მერაბის თანაგუნდელი და MMA-ს მებრძოლი ლაშა მესხი, სოციალურ ქსელში იმ ამბავს გვიყვება, როდესაც მერაბმა ერთ-ერთ დაღესტნელს სილა გააწნა. უსმან ნურმაგომედოვის თავდასხმის ერთ-ერთ მიზეზად სწორედ ეს სახელდება და ისლამ მახაჩევმა საკუთარი თანაგუნდელის საქციელის გასამართლებლადაც ზუსტად ეს დღე მოიყვნა.
აი სინამდვილეში რა მოხდა:
მე მერაბ დვალიშვილის გუნდელი ვარ, იქ ვიყავი, როდესაც ეს მოხდა და ყველაფერს აგიხსნით. იმ ბიჭს ჩვენიდან არავინ შეხებია. მიუხედავად იმისა, რომ ქართველები მეტნი ვიყავით, ვიდრე დაღესტნელები, ჩვენ გაშველება დავიწყეთ. იქ მხოლოდ სილის გაწვნა იყო, რომელიც იმ ბიჭმა დაიმსახურა, რადგან მერაბს ხელზე მოქაჩა და უზრდელ კითხვებს სვამდა. ჩვენი მხრიდან ბულინგი ან დარტყმა არ ყოფილა, რადგან ჩვენ მეტნი ვიყავით. მეტიც, ამ ყველაფრის შემდეგ მერაბი მასთან ერთად სხვა ოთახში გავიდა და ხელი ჩამოართვა. იმ ოთახშიც კი, ჩვენ ქართველები მეტნი ვიყავით. ისინი მხოლოდ სამნი იყვნენ და ჩვენი მხრიდან აგრესია არ ყოფილა, მათ შორის მერაბის მხრიდან. - წერს ლაშა მესხი
Merab’s teammate Lasha Meskhi reveals the slap believed to have caused Usman’s attack was actually settled right after.
— sito 🇲🇲 (@sitoslimy5) November 12, 2026
“Afterwards Merab went in different room with him and shook his hand, none of us had any aggression towards them including Merab!!!! Only gentleman talk… pic.twitter.com/t8lvJbszYE