Belive

ბაქოს გრანდ სლემი - საქართველოს ნაკრები 9 სპორტსმენით წარდგება | შემადგენლობა

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

4-6 ნოემბერს, აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო, ძიუდოს გრანდ სლემს უმასპინძლებს, სადაც საქართველოს ნაკრები 9 სპორტსმენით წარსდგება.

შემადგენლობაში სიახლეა, დიდხნიანი პაუზისა და ტრავმის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს +100 კგ წონით კატეგორიაში საბა ინანეიშვილი დაუბრუნდა.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ -60 კგ წონით კატეგორიაში წარმომადგენელი არ გვეყოლება, ხოლო -66, -81 და +100 კგ წონითი კატეგორიები გაორებული გვეყოლება.


შემადგენლობა

-66 კგ: ვაჟა მარგველაშვილი, გიორგი თუთაშვილი

-73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი

-81 კგ: ვლადიმერ ახალკაცი, გიორგი შერაზადიშვილი

-90 კგ: ლუკა მაისურაძე

-100 კგ: ილია სულამანიძე

+100 კგ: გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი.

შეგეხსენებთ, რომ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა აბუ დაბის გრანდ სლემზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

ოქროს მედლები: გიორგი სარდალაშვილმა (-60 კგ) და ბექა ღვინიაშვილმა (-90 კგ) მოიპოვეს, ვერცლის მედალს დასჯერდა სოფიო სომხიშვილი (+78 კგ), ბრინჯაოს მედალი კი ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ) მოიპოვა.

სხვა სტატიები